თურქეთში ავტომობილი დააკავეს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა

სატვირთო ავტომობილი, რომელსაც 5,5 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება.
პოლიციელებმა დიარბაკირიდან მიმავალი სატვირთო ავტომანქანა შესამოწმებლად გააჩერეს. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ხახვის ტომრების ქვეშ დამალული პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება. სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაკავებულია და ის ჩვენებას იძლევა.
ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში ქურთი „ბოევიკების“ თავდასხმების შედეგად 30 თურქი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა. სამშაბათს იგდირის პროვინციაში ქურთებმა 13 პოლიციელი დახოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები