იაპონიაში 50 ათასი ადამიანია ევაკუირებული
ტაიფუნ „კილოს“ გამო, რომელმაც იაპონიის ცენტრალურ ნაწილს მიაღწია, 50 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. ამის შესახებ ტელეარხი NHK იუწყება. დაშავებულია 6 ადამიანი.
ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობები და მეწყერები გამოიწვია, ავიაკომპანიებმა 30 ადგილობრივი და 17 საერთაშორისო რეისი გააუქმეს, ასევე შეფერხებით დადიან მატარებლებიც.
ამჟამად ტაიფუნის ცენტრში ქარის სიჩქარე წამში 25 მეტრს შეადგენს, ხოლო დროდადრო ის წამში 35 მეტრს აღწევს.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უკვე ხუთშაბათს შტორმმა იაპონიის ტერიტორია უნდა დატოვოს და იაპონიის ზღვას დაუბრუნდეს.