ავღანეთში მიწისძვრა მოხდა

5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ავღანეთში. მიწისქვეშა ბიძგები ყაზახეთშიც იგრძნობოდა.
ალმა-ატის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყაზახეთის ამ ქალაქიდან 890 კილომეტრში მდებარეობდა ავღანეთის ტერიტორიაზე. ბიძგების კერა 90 კილომეტრის სიღრმეში იყო განთავსებული. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები