თურქეთის ოპოზიცია ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხეზე საუბრობს

 

პროქურთული ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სალახატინ დემირთაშმა მმართველი – „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ იმაში დაადანაშაულა, რომ ის მის მომხრეებზე თავდასხმებს აწყობს და ქვეყანას სამოქალაქო ომისკენ უბიძგებს.

დემირთაშის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა, მაგრამ ამას შეიძლება სიტუაციის დესტაბილიზაცია მოჰყვეს.

ივნისში თურქეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. დემირთაშის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ატმოსფერო მწვავდება და ის დარწმუნებული არ არის, რომ არჩევნები ჩატარდება. თურქეთის 100 რაიონი, განსაკუთრებით მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი, სადაც ქურთები ცხოვრობენ, სამხედრო ზონებად არის გამოცხადებული.

სამშაბათს თავდასხმა მოხდა პროქურთულ ოპოზიციურ პარტიაზე ანკარაში. თავდასხმები ქურთების მაღაზიებზეც განხორციელდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პოლიციას არანაირი ზომები არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები