დაღესტანში მუსულმანების სასულიერო პირი მოკლეს
დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში ადგილობრივი მეჩეთის იმამი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. „მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, როდესაც ის ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან გამოდიოდა“, – იტყობინება სააგენტო. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ ახალ კურუშში მოხდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად იმამის რელიგიური საქმიანობა სახელდება.