აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს პასუხობს

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის განცხადებები არაობიექტურია და ის შეკეთილ ხასიათს ატარებს – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჰიკმეტ გაჯიევმა. ეს განცხადება მან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის ხეიდ რაად ალ ჰუსეინის სიტყვების საპასუხოდ გააკეთა აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების და სიტყვის თავისუფლების დევნის თაობაზე.
„სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საკითხს გარკვეული წრეები შერჩევით იყენებენ და ის შეზღუდული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკური უწყების პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ გაერომ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ და ციხიდან ჟურნალისტების, უფლებადამცველების და აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ინფორმაციით, აზრბაიჯანში დღესაც რეპრესიები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები