„ბოინგმა“ შესაძლოა, უკრაინაში ძრავების და კოსმოსური რაკეტების შეძენა დაიწყოს
როგორც ტელეკომპანია «1+1» იუწყება, კომპანია „ბოინგმა“ და უკრაინის ხელისუფლებამ ქარხანა „იუჟმაშის“ ძრავების და კოსმოსური რაკეტების შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ეს შეთანხმება სანქციაში მოხვედრილ ქვეყნებთან კონტაქტების არარსებობის პირობებში ძალზე აქტუალურია. შეთანხმება ვაშინგტონში გაფორმდა. ამჟამად აშშ ასეთ ძრავებს რუსეთისგან ყიდულობს.
„ბოინგი“ ჩვენთან თანამშრომლობას აპირებს. კომპანიას აინტერესებს უკრაინასთან თანამშრომლობის გაგრძელება „საზღვაო სტარტის“ საკითხში. აშშ უკრაინას ახალი სატელიტის შექმნაშიც დაეხმარება, რაც ქვეყანას ტელესაკომუნიკაციო პროექტების განხორციელებაში ხელს შეუწყობს“, – აცხადებს ნაციონალური კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე ლიუბომირ საბოდაში.