აშშ-დან რუსი ჰოკეისტი იქნება დეპორტირებული

აშშ-ს ხელისუფლება რუსეთში რუსი ჰოკეისტის ვიაჩესლავ ვოინოვის დეპორტაციას გეგმავს. მანამდე მან ამერიკის ციხეში 45 დღე გაატარა მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით.
მას შემდეგ, რაც ვოინოვი კალიფორნიის ციხიდან გაათავისუფლეს, ის აშშ-ს საიმიგრაციო-საბაჟო სამსახურმა დააკავა. ახლა ეს სამსახური ვოინოვის დეპორტაციას მოითხოვს, რომელსაც სპეციალური სასამართლო განიხილავს.
რუსი ჰოკეისტი 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს მისმა მეუღლემ მიმართა, რომელსაც სხეულზე ტრავმები აღენიშნებოდა. მეუღლეს სასამართლოში ვიაჩესლავ ვოინოვის წინააღმდეგ სარჩელი არ შეუტანია, მაგრამ სასამართლომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მეზობლების ჩვენებების საფუძველზე მიიღო.
ასევე ვოინოვი უმუშევარი დარჩა და ის ჰოკეის გუნდ „ლოს – ანჯელეს კინგსიდან“ დისკვალიფიცირებული იყო, ვინაიდან ჰოკეის ნაციაონალური ლიგის წესებით სასამართლო დავის დასრულებამდე სპორტსმენს თამაში ეკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები