კენიის დედაქალაქის სავაჭრო ცენტრში ტერაქტი აღკვეთეს

კენიის დედაქალაქ ნაირობის პოლიციამ ერთი ადამიანი დააპატიმრა, რომელსაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა. ინციდენტი ნაირობის მსხვილ სავაჭრო ცენტრში მოხდა.
ოპერაციის დასრულებამდე შენობიდან მომსახურე პერსონალის და მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.
კენიაში უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 2013 წლის სექტემბერში სომალის ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ „ბოევიკებმა“ სავაჭრო ცენტრ Westgate Mall-ზე შეტევა განახორციელეს. ტერორისტებმა იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად 68 ადამიანი, მათ შორის უცხოელები დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები