„ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმებს ავსტრალიაც განახორციელებს
ავსტრალია „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სირიაში ავიადარტყმებს განახორციელებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა. მანამდე ავსტრალიის როლი ამ ოპერაციაში მხოლოდ სადაზვერვო ფრენებით და კოალიციის თვითმფრინავებისთვის საწვავის მიწოდებით შემოიფარგლებოდა.
ამასთანავე, ებოტის თქმით, ავსტრალია დამატებით მიიღებს 12 ათას სირიელ ლტოლვილს. ასევე სირიის მოსაზღვრე სახელმწიფოებში დევნილების დასახმარებლად 31 მილიონ აშშ დოლარს გამოჰყოფს.