ბაღდადში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გაიტაცეს
ბაღდადში იუსტიციის მინისტრის მოადგილე აბდულკარიმ ფარესი გაიტაცეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ერაყის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფარესის ავტომობილი შავ ტანისამოსში გამოწყობილმა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს. თანამდებობის პირის დაცვის ორი თანამშრომელი ასევე გაიტაცეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ავტომობილის მძღოლი კი სიტუაციაში ჩარევის შემდეგ დაიჭრა. ამ ეტაპზე ერაყში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ერაყში ადამიანების გატაცება იშვიათობა არ არის. გასულ კვირას ნიღბიანმა პირებმა ბაღდადის აღმოსავლეთ რაიონში თურქეთის 18 მოქალაქე გაიტაცეს.