რუსეთმა სირიაში რუსი სამხედროების ყოფნის ფაქტი დაადასტურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში რუსი სამხედროების ყოფნის თაობაზე განცხადება გააკეთა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, სირიაში რუსი სამხედრო სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც სირიელებს უახლესი ტექნიკის ათვისებაში ეხმარებიან.
„შემიძლია დავადასტურო, რომ სირიაში რუსი სამხედრო სპეციალისტები იმყოფებიან და ისინი სირიელებს იქ მიწოდებული ტექნიკის ათვისებაში ეხმარებიან“, – განაცხადა ზახაროვამ.
მან ასევე დაამატა, რომ რუსეთს სირიასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია არასოდეს დაუმალავს. საგარე პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი სირიას შეიარაღებას და ტექნიკას ამ ქვეყანასთან გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად აწვდის.
სირიაში რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მედიამ გაავრცელა. ასე მაგალითად, ბლოგერმა რუსლან ლევინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსი სამხედროების მიერ ქსელში გამოქვეყნებულ სურათებზე, გეოლოკაციაზე სირიაა მითითებული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები