ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ უნგრელი ჟურნალისტი სამსახურიდან გაუშვეს (ვიდეო)

უნგრეთის ტელეარხ N1TV-ის ჟურნალისტი პეტრა ლასლო სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ინტერნეტში უკანონო მიგრანტების მონაწილეობით ვიდეო გავრცელდა. ამ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უდებს ფეხს ჟურნალისტი ბავშვიან ქალს, რომელიც პოლიციას გაურბის. ამის შესახებ ინფორმაცია ხსენებულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. არხის მთავარი რედაქტორის თქმით, მათმა კოლეგამ „უმსგავსო საქციელი“ ჩაიდინა.
გარდა ამისა, აღმოჩენილია ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ლასლა ლტოლვილებს ფეხებს ურტყამს.
იმის მიუხედავად, რომ N1TV რადიკალურ პარტიებთან დაკავშირებული უნგრეთის ნაციონალისტური ტელეარხია, ჟურნალისტი სამსახურიდან მაინც გაუშვეს. ლტოლვილებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას არხი ტენდენციურად აშუქებს, აქ ხშირად გადის სიუჟეტები სათაურით: „მიგრანტები ჩვენს მაღაზიებს შეესივნენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები