ანკარაში პროქურთულ პარტიაზე თავდასხმა მოხდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ოპოზიციური პროქურთული პარტიის შტაბ-ბინაზე თავდასხმა მოხდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ადამიანთა ჯგუფი შენობას თავს დაესხა და იქ მინები ჩაამსხვრია. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები ქურთთა შტაბ-ბინისთვის ცეცხლის წაკიდებასაც ცდილობდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ერაყის ტერიტორიაზე ქურთი „ბოევიკების“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. საჰაერო ძალების დახმარებით სახმელეთო ქვედანაყოფებმა 100-დე „ბოევიკი“ გაანადგურეს.
ოპერაციას წინ უძღოდა პოლიციელების მიკროავტობუსზე „ბოევიკების“ თავდასხმა, რის შედეგად 15 პოლიციელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები