ელისაბედ მეორემ ტახტზე ყოფნის რეკორდი დაამყარა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტახტზე ყოფნის რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე რეკორდი დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა.
ელისაბედ მეორე უკვე 63 წლის განმავლობაში მოქმედი მონარქია. ის ტახტზე 1953 წლის 2 ივნისს ავიდა. ხელისუფლებაში დედოფლის ყოფნის ვადა ამჟამად 23 226 დღეს შეადგენს და ამასთან დაკავშირებით ლონდონში საზეიმო ფეიერვერკი გაიმართება. თავად დედოფლის გადაწყვეტილებით, ის ამ დღეს შოტლანდიაში გაატარებს, სადაც საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა.
89 წლის ელისაბედ მეორე დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მონარქია. მას შემდეგ, რაც 91 წლის საუდის არაბეთის მეფე აბდალა იბნ აბდულ-აზიზ ალ-საუდი გარდაიცვალა, ელისაბედ მეორე მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მონარქიც გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები