ლას-ვეგასის აეროპორტში თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა (ვიდეო)
14 ადამიანი დაშავდა ლას-ვეგასის აეროპორტში სამგზავრო ლაინერ Boeing 777-ზე გაჩენილი ხანძრის გამო. აალება იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ლონდონში გასაფრენად ემზადებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ლაინერის მარცხენა ძრავს გაუჩნდა. სამაშველო ბრიგადების ოპერატიული მოქმედების შედეგად 159 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი დროულად იყო ევაკუირებული.
„გარდიანის“ ინფორმაციით, დაშავებულმა მგზავრებმა ტრავმები და ჭრილობები სპეციალური გასაბერი ტრაპებით ევაკუაციის დროს მიიღეს. ამჟამად ხანძრის მიზეზები დგინდება.