საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე არალეგალურ მიგრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
არეულობა იმ დროს დაიწყო, როდესაც ლტოლვილები ცდილობდნენ ბორანზე ასვლას, რომელიც ათენისკენ მიდიოდა. 2 ათას 500 ადამიანის გზაზე პოლიციელები და სანაპირო დაცვის თანამშრომლები იდგნენ, რომლებმაც არალეგალები ხელკეტებით დაშალეს.
ეს კუნძულ ლესბოსზე პოლიციასა და მიგრანტებს შორის შეტაკების პირველი შემთხვევა არ არის. გაერომ და საბერძნეთმა კუნძულზე დამატებითი ძალები გააგზავნა, კონტინენტურ საბერძნეთში კუნძულზე მყოფი 25 ათასი დევნილის გადასაყვანად.
კუნძულის სტადიონზე მდებარე მიგრაციული ცენტრი  24- საათიანი რეჟიმით მუშაობს, მაგრამ არალეგალების ნაკადს ვერ უძლებს. ლტოლვილებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე – საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ხდება.
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ევროკავშირში ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან 340 ათასი ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები