თურქეთის შირნაკის პროვინციაში სამი პოლიციელი დაიღუპა

სამი თურქი პოლიციელი დაიღუპა თურქეთში, შირნაკის პროვინციაში „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად. პოლიციელების დაჯავშნილი მანქანა ტერორისტების მიერ დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა. ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, ამჟამად „ბოევიკთა“ განეიტრალების ოპერაცია მიმდინარეობს.
სამშაბათს თურქეთის პროვინცია იგდირში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად 15 პოლიციელი დაიღუპა. ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში ქურთი „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 30 თურქი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები