თურქეთის ჯარი ერაყის ტერიტორიაზე შეიჭრა
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის საზღვარი გადაკვეთეს და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო თურქეთის ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება, „ოპერაცია მოკლევადიანია“. თურქეთის ჯარმა საზღვარი იმ „ბოევიკთა დასაკავებლად“ გადალახა, რომლებმაც პოლიციის მიკროავტობუსი ააფეთქეს, რის შედეგად 15 სამართალდამცველი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე თურქეთი „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ავიადარტყმებს ახორციელებდა. სახმელეთო ოპერაციის თაობაზე ერაყის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.