„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ირანს სანქციებს 2016 წლის დასაწყისში გაუუქმებენ

 დასავლეთის სანქციები ირანის ეკონომიკის მიმართ 2016 წლის პირველ კვარტალში გაუქმდება. ამის შესახებ სააგენტო “ბლუმბერგი“ წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ თეირანი ყველა აუცილებელ პირობას შეასრულებს.
ამასთანავე, აქამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ვაშინგტონი უახლოეს მომავალში ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას არ აპირებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა აღნიშნა, ამერიკის ხელისუფლება „მაგატეს“ შედეგებს ელოდება, რომელიც დაადასტურებს, ასრულებს თუ არა თეირანი აღებულ ვალდებულებას. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარია ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკვე მიმდინარე კვირას გააუქმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები