თურქეთში მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად 11 პოლიციელი დაიღუპა
თურქეთში „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკებმა“ მიკროავტობუსი ააფეთქეს, რომელშიც პოლიციელები იმყოფებოდნენ. ტერაქტის შედეგად 11 სამართალდამცველი დაიღუპა და 4 დაიჭრა. ამის შესახებ ტელეარხი NTV იუწყება.
მიკროავტობუსს პოლიციელები სასაზღვრო პუნქტში მიყავდა, რომელიც თურქეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. წინასწარი ინფორმაციით, „ბოევიკებმა“ დისტანციური მართვის ნაღმი ააფეთქეს.
თურქეთში მდგომარეობა 20 ივლისის მერე გამწვავდა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა ქურთთა პოზიციებზე ავიაიერიშები დაიწყო. ამის საპასუხოდ „ქურთთა მუშათა პარტია“ თურქი პოლიციელების და სამხედროების წინააღმდეგ ყოველდღე ტერორისტულ თავდასხმებს აწყობს.