ერაყში „ბოევიკებმა“ 127 ბავშვი გაიტაცეს
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულიდან ბოლო რამდენიმე დღეში 127 ბავშვი გაიატაცეს. Iraqi News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ქურთთა დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა საიდ მამუზინიმ განაცხადა.
მისი თქმით, გატაცებული ბავშვების ასაკი 11-დან 15 წლამდე მერყეობს. ისინი სპეციალურ სამხედრო ბანაკებში საბრძოლო მომზადების გასავლელად გადაიყვანეს. ამ დროისათვის გატაცებული ბავშვების ადგილმდებარეობა უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ერაყის რამდენიმე რაიონში ქვეყნის შეაიარაღებული ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ.