დიმიტრი კისელიოვი „შავ სიაში“ მის შეყვანას ევროპის სასამართლოში ასაჩივრებს

რუსეთის სააგენტოს დირექტორმა, ჟურნალისტმა დიმიტრი კისელიოვმა ევროპის იუსტიციის სასამართლოში სარჩელი შეიტანა „შავ სიაში“ მის შეყვანასთან დაკავშირებით. კისელიოვი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვს.
მოსარჩელე დარწმუნებულია, რომ შეზღუდვითი ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის უფლებების დარღვევაა და ის ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაფიქსირებული პოზიციისთვის განხორციელდა. გარდა ამისა, კისელიოვი არ ეთანხმება პოზიციას, რომ მას შეუძლია უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, ვინაიდან ის სახელმწიფო მოხელე არ არის.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა კისელიოვი „შავ სიაში“ შეიყვანა. ამ ადამიანებს ევროპული კავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ და მათი საბანკო აქტივები გაყინული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები