სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ის „ბოევიკები“ გაანადგურეს, რომლებიც ელისაბედ მეორეზე ტერაქტს ამზადებდნენ

სირიაში ის „ბოევიკები“ გაანდგურეს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეზე ტერაქტს ამზადებდნენ. „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა გააკეთა.
გამოცემის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ლონდონში, იაპონიაზე გამარჯვების 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად აფეთქების მოწყობას გეგმავდნენ. ამ ცერემონიაში დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, პრინცი ჩარლზი და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ლიკვიდირებული ტერორისტები დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ. ისინი აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების იერიშის დროს დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები