დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირში ქვეყნის წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ევროკავშირში ქვეყნის ყოფნის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა 316-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 53 პარლამენტარი გამოვიდა. რეფერენდუმი 2017 წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს. ახლა ეს საკითხი ლორდთა პალატას განსახილველად გადაეცა.
დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია რეფერენდუმზე შემდეგი საკითხის დასმას აპირებს: „უნდა დარჩეს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ დატოვოს ის?“