თურქეთიდან ორი ბრიტანელი ჟურნალისტია დეპორტირებული
თურქეთიდან ტელეარხ Vice News-ის ორი თანამშრომელი – ჟურნალისტი ჯეიკ ჰანრაჰანი და ოპერატორი ფილიპ პენდლბერი არიან დეპორტირებულები. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. რამდენიმე დღის წინ ქალაქ დიარბაკირის სასამართლომ ბრიტანეთის ტელევიზიის ორი თანამშრომელი ტერორიზმის ხელშეწყობაში და „ქურთთა მუშათა პარტიასთან“ კავშირში დაადანაშაულა. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰანრაჰანი და პენდლბერი ქალაქ სილვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციების გადაღების დროს დააკავეს. ჩხრეკის დროს მათ „ქურთთა მუშათა პარტიაზე“ გადაღებული ვიდეომასალა აღმოაჩნდათ. თურქეთის ხელისუფლებამ ჰამრაჰამი და პენდლბერი ავიარეისით გერმანიაში გააგზავნეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტებთან ერთად დაკავებული თარჯიმანი, ერაყის მოქალაქე მუჰამედ ისმაილ რესული კვლავ პატიმრობაში იმყოფება.