თურქეთში „ბოევიკებმა“ ჯავშანტექნიკის კოლონაზე იერიში მიიტანეს
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის კოლონაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 15 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ „ქურთთა მუშათა პარტიაზე“ დაყრდნობით იუწყება.
თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები ამ თავდასხმის მსხვერპლის რაოდენობას არ ასაჯაროებენ. ამასთანავე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანისა და ერაყის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.
მას შემდეგ, რაც თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ და „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციებზე ავიადარტყმები განბახორციელა, ქურთმა „ბოევიკებმა“ ანკარასთან სამშვიდობო შეთანხმების გაუქმების შესახებ განაცხადეს. რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედროებზე და პოლიციელებზე ქურთების თავდასხმის შედეგად ათობით სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცველი დაიღუპა.