ავღანეთში ნატოს ძალებმა შეცდომით ავღანელი პოლიციელები დაბომბეს
ნატოს ავიაციამ ავღანეთში შეცდომით დაბომბა პოლიციის ძალები. ამის შესახებ სააგენტო „პაჟვოკი“ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
დაბომბვის შედეგად სულ მცირე 17 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ოპერაცია, რომლის დროსაც სამართალდამცველები დაიღუპნენ, ჰელმანდის პროვინციაში განხორციელდა.
ავღანეთის სამართალდამცველების ინფორმაციით, დარტყმების შედეგად ნარკოტიკებთან ბრძოლის თანამშრომლები დაიღუპნენ.