ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 100 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და მოხალისეებმა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში „ისლამური სახელმწიფოს“ 100 „ბოევიკი“ დახოცეს. ამის შესახებ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
ერაყის საჰაერო ძალების შეტევის შედეგად ქალაქ ბაიჯიში და ერ-რამადიში 60 ისლამისტი მოკლეს. ერ-რამადის ჩრდილოეთში „ბოევიკების“ პოზიციებზე დარტყმების შედეგად 30 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული.
ბაიჯიში სარაკეტო დარტყმების შედეგად17 ტერორისტია ლიკვიდირებული, ხოლო 33 დაიჭრა. დაბომბვის შედეგად განადგურდა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამამზადებელი ქარხანა.
ერაყის შეიარაღებული ძალები ივლისიდან ანბარის პროვინციის გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები