ნატო და უკრაინა თანამშრომლობას აფართოებენ

უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება კიევში, ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის დროს. პირველად უკრაინის ისტორიაში ალიანსის გენმდივანი უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება. ასევე უკრაინაში ნატოს ოფისის გახსნა იგეგმება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის ინფორმაციით, რომელიც ბრიუსელში სტოლტენბერგს შეხვდა, ალიანსის ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებს წვრთნებში სამოქალაქო თავდაცვის სფეროში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნატო ალიანსში უკრაინის მისაწვევად მზად არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები