ჩინეთის კიდევ ერთ ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩჟეძენის პროვინციაში აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
აფეთქების შედეგად ქარხანაში ხანძარი მოხდა, მიმდებარე ტერიტორია კვამლით არის დაფარული. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მივიდნენ.
აგვისტოს ბოლოს ჩინეთის შანდუნის პროვინციაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. 12 აგვისტოს კი ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტიანცზინის ქიმიკატების საწყობში მომხდარი აფეთქებების შედეგად 160 ადამიანი დაიღუპა და 12 დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები