ბრიტანული მედია – ლტოლვილების სახით ევროპაში 4 ათასმა „ბოევიკმა“ შეაღწია

ევროპაში ლტოლვილების სახით „ისლამური სახელმწიფოს“ 4 ათასმა „ბოევიკმა“ შეაღწია. Sunday Express-ის ცნობით, რომელსაც ისლამისტების ანონიმური წყაროს ინფორმაცია მოჰყავს, „ევროპაში „ბოევიკების“ გადასროლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა“. ეს ინფორმაცია ორმა თურქმა ლტოლვილმაც დაადასტურა, რომელთა თქმით, მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების სახით ათი „ბოევიკი“ გადაიყვანეს.
ამავე წყაროს ცნობით, ისლამისტები ადგილობრივი კონტრაბანდისტების დახმარებით არალეგალი მიგრანტების ნაკადში ხვდებიან. ევროპაში მათი მოხვედრის ძირითადი მიზანია მთელ მსოფლიოში ხალიფატის დაკანონება.
ოფიციალურ პირებს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები