ინდოეთში მეხმა 23 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთის ანდხრა პრადეშის შტატში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მეხის დაცემის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. Deccan Chronicle-ის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელიც მინდორში მუშაობის დროს დაიღუპა.
ასევე მეხი ხეს მოხვდა, რომელიც სტადიონთან ახლოს მდებარეობს. სწორედ ამ დროს სტადიონზე კრიკეტში ქალთა გუნდებს შორის მატჩი მიმდინარეობდა. სპორტსმენები არ დაშავდნენ, მათ ცოტა ხნით ადრე შენობას შეაფარეს თავი.
16 აგვისტოს მდინარე ბეკიში ნავში მეხის დაცემის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. კიდევ 21-მა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.
ინდოეთში წელიწადის ამ დროს ხშირია წვიმები და ჭექა-ქუხილი- წვიმების სეზონი ინდოეთში ივნისიდან ოქტომბრამდეა შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები