არგენტინელს ცოლ-შვილი 6 წელი გალიაში ჰყავდა გამომწყვდეული

არგენტინის პოლიცია 66 წლის ედგარდო ოვიედას წინააღმდეგ საქმეს იძიებს. პოლიციის ინფორმაციით, ამ ადამიანს 6 წელია ცოლ-შვილი გალიაში ჰყავდა გამოკეტილი.
ჩხრეკის დროს ოვიედოს სახლში პოლიციელებმა იზოლირებული, რკინისკარებიანი ოთახი აღმოაჩინეს, ძაღლის საკვებით სავსე ჯამებით. პოლიციის ვერსიით, სწორედ ამ ოთხში ჰყავდა მას ცოლ – შვილი გამოკეტილი.
ბუენოს -აირესიდან 400 კილომეტრში მდებარე საკურორტო ქალაქ მარ-დელ პლატის ხელისუფლების ინფორმაციით, ოვიედოს ცოლი ფსიქიკურად დაავადებული იყო, ხოლო მისი შვილი პრაქტიკულად ვერ ლაპარაკობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები