ჩემმა ქმარმა 3 წლის შვილი გააუპატიურა – ახლა ჩემი შვილის დაბრუნებაზე „ვჩალიჩობ“

„ჩემმა მეორე ქმარმა ჩემი 3 წლის შვილი გააუპატიურა“,- ამ საზარელი ამბით იწყებს გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბარს ქუჩაში შემწეობისთვის მდგომი ქალბატონი – ვერა.
როგორც ვერა ყვება, მისი შვილი ახლა სოციალური აგენტის ზედამხედველობის ქვეშაა და შვილის ნახვის უფლებას არ აძლევენ. „ასე მითხრეს, დედობის უფლება უნდა ჩამოგართვათ და გავაშვილოთო“,- ყვება ვერა.
მისი თქმით, პირველი ქმრის გარდაცვალების შემდეგ მეორედ იქორწინა. პატარა გოგონა 2 წლის იყო. 3 წლის ასაკში კი მისმა მეორე მეუღლემ გააუპატიურა.
„თავიდან ქმარი კარგად მექცეოდა, შემდეგ რა მოუვიდა, არ ვიცი, ამ ფაქტზე დაიჭირეს, მერე კი საგიჟეთში გადააგზავნეს. თავიდან ვერაფერს ვამჩნევდი. როგორც მერე დაადგინეს, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდაო. კარგად მექცეოდა, მაგრამ ამ ფაქტის გამო პოლიციას დავურეკე, გამამწარა.
დღემდე ვიბრძვი, რომ შვილი დავიბრუნო. რაღა სხვამ წაიყვანოს ჩემი შვილი, ჩემთან უნდა იყოს. ეგრე მითხრეს, დედობის უფლება უნდა ჩამოგართვათ და გავაშვილოთო.
მე ვუთხარი, ბოზი ვარ თუ რა, მიზეზი რა გაქვთ- მეთქი. მითხრეს, შენს ქმარს ხელი დააფარეო. შემთხვევის დროს ბავშვი დედამთილს ჰყავდა ჩაბარებული და ქმარი იყო სახლში. დედამთილმა ხელი შეუწყო თუ არა, არ ვიცი. ამ შემთხვევამდე მე ქუჩაში არ ვიდექი. ახლა ბავშვის დაბრუნებაზე ვჩალიჩობ. არავინ მეხმარება“,- იხსენებს გამოცემასთან საუბრისას 26 წლის ვერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები