კიშინიოვის ცენტრში საპროტესტო აქცია გრძელდება

მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის ცენტრში საპროტესტო აქცია გრძელდება. ორშაბათს მიმოტინგეებმა 90 კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კარვებს იქამდე არ აიღებენ, ვიდრე ხელისუფლებისგან პასუხს არ მიიღებენ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ოთხი პირი, რომელიც არეულობის მოწყობაშია ეჭვმიტანილი – ესენია „ჩვენი სახლი – მოლდოვას“ – ლიდერი გრიგორი პეტრენკო და მისი თანამებრძოლები.
მოლდავეთის დედაქალაქში პრეზიდენტის გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მასში 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მოთხოვნებს შორის არის კომერციული ბანკებისთვის 1 მილიარდი ევროს დაბრუნება, რომლის დაკარგვაშიც მიტინგის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგელებს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები