„რა მზაკვრობას უმზადებს კეზერაშვილის დაჯგუფება პრემიერ ღარიბაშვილს ჩინეთში ვიზიტისას?“

რა მზაკვრობას უმზადებს კეზერაშვილის დაჯგუფება პრემიერ ღარიბაშვილს ჩინეთში ვიზიტისას?-ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
არეშიძის ინფორმაციით, კეზერაშვილ ერთ -ერთი ბიზნესმენის საშუალებით ცდილობს პრემიერ-მინისტრს ჩინეთში ისეთ ტიპის შეხვედრა მოუწყოს, რომელიც საქართველოსთვის წამგებიანია.
ექსპერტის თქმით, პრემიერს ისინი საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენებენ.
“ჩვენი ქვეყნისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში არის უმნიშვნელოვანესი და ვიცი, ამას სერიოზული შეხვედრები აქვს დაგეგმილი, მაგრამ მინდა გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ქართველი მაღალჩინოსნები ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ მთავრობის ლიდერი და გააკეთონ ისეთი რამ, რაც საქართველოსთვის კონტრპროდუქტიული იქნება და, კერძოდ, გეტყვით, რა იგეგმება ამ შემთხვევაში. ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი, ახლა მის გვარს არ ვიტყვი,მაგრამ მივანიშნებ, ის დღემდე კავშირშია კეზერაშვილთან, ამ ბიზნესმენის საშუალებით კეზერაშვილს საქართველოში, ერთ-ერთ კომპანიაში წილი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, გასულია კონტაქტზე პარლამენტში სერიოზულ ფიგურასთან და მისი დახმარებით ცდილობენ, პრემიერ-მინისტრს ისეთ ტიპის შეხვედრა მოუწყონ ჩინეთში, რომელიც საქართველოსთვის წამგებიანია და ეს მხოლოდ ზოგიერთის ინტერესს ემსახურება,ამ შემთხვევაში პრემიერს ისინი საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენებენ. ჯერ კონკრეტულ გვარ-სახელებს არ ვამბობ, თუმცა ვაფრთხილებ, თუ ერთ-ერთი სერიოზული პარლამენტარის მიერ გეგმის მიხედვით იმოქმედებს და ესტუმრება ჩინეთის იმ საწარმოს, რასაც ეს პარლამენტარი სთავაზობს, იმ ბიზნესმენთან ერთად, მაშინ პრემიერ-მინისტრი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. ეს არის სოციალისტური ქვეყანა, ცენტრალიზებული ეკონომიკით და იქ კერძო ფირმა მეორეხარისხოვანია. ჩემი ინფორმაციით, ჩინელები, რომელთათვისაც ცნობილია, ვის უნდა შეხვდეს ჩინეთში პრემიერი და სვამენ კითხვას – სად გამოჩხრიკეთ ეს ხალხი, პრემიერს მათთან რა ესაქმებაო“, -აცხადებს მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები