კოლომოისკიმ სააკაშვილს „ძაღლი ალიკაპის გარეშე“ უწოდა

უკრაინელმა ოლიგაქრმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა იგორ კოლომოისკიმ ოდესის სალქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილს „ძაღლი ალიკაპის გარეშე“ უწოდა. ასეთი კომენტარი გააკეთა კოლომოისკიმ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ უკრაინის მთავრობას ოლიგარქები აკონტროლებენ.
„როდესაც ძაღლი ალიკაპის გარეშე ვინმეს კბენს, ძაღლიც უნდა დაისაჯოს და მისი პატრონიც. ძაღლებს ასეთ შემთხვევაში უბრალოდ აძინებენ, ჩვენს შემთხვევაში კი ის საქართველოში უნდა დავაბრუნოთ, რათა დაკბენილი ხალხის გამო პასუხი აგოს“, – განაცხადა ოლიგარქმა.
კოლომოისკიმ ასევე განაცხადა, რომ მან სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა და მისგან მატერიალურ კომპანსაციას მოითხოვს. ბიზნესმენის თქმით, „უაზრობაა, პასუხი მოჰკითხო ბინძურ ცინგლიან ნარკომანს, ვიდრე ის ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაციის კურსებს არ გაივლის“.
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არსენი იაცენიუკის მთავრობის საქმიანობა არაეფექტურია, რადგანაც ოლიგარქებს მინისტრთა კაბინეტზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოლიგარქებმა ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ეკონომიკას 4,5 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენეს, ხოლო ჩინოვნიკების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტები არ შემცირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები