კიშინიოვში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში მრავალათასიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.
ქალაქის ცენტრში ასი ათასამდე ადამიანია შეკრებილი.
დემონსტრანტები პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. აქცია მოძრაობა “ღირსება და სამართლიანობას“ ორგანიზებით მიმდინარეობს.
ათასობით მომიტინგეა შეკრებილი ასევე გენერალურ პროკურატურასთან. წითელი ბლოკის მომხრეებმა მარში მოაწყვეს და შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციის კორდონის გარღვევა ვერ შეძლეს, რასაც სამართალდამცველებთან მცირე შეტაკებებიც მოჰყვა.
მომიტინგეებმა გენერალურ პროკურატურასთან კარვების გაშლა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მთავრობა მათ მოთხოვნებს არ შესრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები