რომის პაპი კათოლიკურ სამყაროს მოუწოდებს, თითო დევნილი ოჯახი შეიფაროს

რომის პაპი ფრანცისკი კათოლიკურ სამყაროს მოუწოდებს, თითოეულმა რელიგიურმა საზოგადოებამ, თითოეულმა მრევლმა, თითოეულმა მონასტერმა და ევროპის ტაძრებმა თითო დევნილი ოჯახი შეიფარონ.
პაპის განცხადებით, პირველები დევნილთა ოჯახებს ვატიკანის ორი სამრევლო მიიღებს.
2015 წლის დასაწყისიდან დღემდე ევროკავშირის ტერიტორიაზე 350 ათასზე მეტი დევნილი გადაადგილდა, რომელთა რაოდენობას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები