ტაჯიკეთში სპეცოპერაციის დროს 13 მებრძოლი მოკლეს (ვიდეო)

ტაჯიკეთში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი სპეცოპერაციის დროს 13 მებრძოლი მოკლეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ოპერაცია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარდა. დაკავებულია 32 პირი, ამოღებულია სხვადასხვა სახის 500-მდე იარაღი.
ტაჯიკეთის მთავრობის ცნობით, ნაზარზოდა და მისი მებრძოლები რამითის ხეობაში იმალებიან . ხელისუფლება ნაზარზოდას გუშინ დედაქალაქ დუშანბესა და ქალაქ ვაჰდათში მომხდარ თავდასხმებში ადანაშაულებს, რასაც 17 ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები