თურქეთში ერთი დოლარის ფასმა სამი ლირა შეადგინა

თურქულმა ლირამ ისტორიული რეკორდი დაამყარა. მან „ფსიქოლოგიური ბარიერი“ გადალახა და ერთმა დოლარმა სამი ლირა შეადგინა. ეს კურსი სტამბოლის საფონდო ბირჟაზე დაფიქსირდა.
ექსპერტები ლირის ვარდნას თურქეთში არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებენ 1 ნოემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, ასევე აშშ-ს სამუშაო ბაზრის არაერთგვაროვანი სტატისტიკის გამოქვეყნების გამო.
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში უმუშევრობის დონე აგვისტოში 5,3%-დან 5,1%-დე შემცირდა, რაც 2008 წლის აპრილიდან ყველაზე დაბალი დონეა. ამან კი ყველა სხვა ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში დოლარის გამყარება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები