სირიაში ტერაქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა
სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ ეს-სუვაიდაში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, დაჭრილია 50 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ტერაქტების შედეგად დაიღუპა ეთნიკური დრუზების ერთ-ერთი ლიდერი შეიხი ვახიდ ალ-ბალუსი, რომელიც როგორც სირიის მთავრობის, ასევე ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოდიოდა.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 220 ათასი ადამიანი დაიღუპა.