ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს საქართველოს დამსახურებულ არტისტს მარინა ჯანაშიას 65 წლის იუბილეს.

  „სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ჩინელი ინვესტორების ჯგუფს უმასპინძლა. ჩინეთის დელეგაციის ეს ვიზიტი არის შედეგი რამდენიმე თვის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩინური ინვესტიციების ჩადებას ეხება“. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე. ასევე ისაუბრა იმ დამატებით საექსპორტო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაჩნდა.
პრესსამსახურის განცხადებით „შეხვედრაზე გამოიკვეთა სამი კონკრეტული მიმართულება, რომელიც ამ ეტაპზე ჩინელი ინვესტორების ინტერესს წარმოადგენს. მხარეებმა განიხილეს დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტაციების აღორძინების, აკვაკულტურების წარმოებისა და სასათბურე მეურნეობების მოწყობის პერსპექტივები“.
შეგახსენებთ, რომ ჩინელი ინვესტორების დელეგაცია გუშინ იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, სადაც ადგილზე მოინახულა ის ობიექტები და ტერიტორიები, სადაც ინვესტიციების განხორციელება იგეგმება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამეგრელო, ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები