ირაკლი ქადაგიშვილი – პატრიარქის არჩევაზე: დაუსრულებელი აჟიოტაჟი ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი სიმძაფრით წარმოჩინდება
“სამწუხარო სურათს ვადევნებთ თვალ-ყურს, რომ ეს დაუსრულებელი აჟიოტაჟი – ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, რაც დრო გადის და ახლოვდება შესაბამისი ვადა, უფრო და უფრო მეტი სიმძაფრით წარმოჩინდება,” – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამას აქვს ერთი მიზანი. გარკვეული დისკრედიტაცია მოხდეს პროცესისა ან ამ პროცესში გამოკვეთილი შესაძლო კანდიდატების გარშემო ჩამოყალიბდეს ერთგვარი ნეგატიური დამოკიდებულება. ამის უამრავი კონკრეტული მაგალითი, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ, როდესაც პატრიარქი დაკრძალული არ იყო, იმ პერიოდშიც მრავლად ვიხილეთ. ახლაც ხდება სხვადასხვა ტიპის ინსინუაციები, გარჩევა ყოველი დეტალისა, თან გარჩევა იმ პირების, ორგანიზაციების და იმდაგვარი წესით, რომელიც ემსახურება პროცესის არა მშვიდ გარემოში ჩატარებას და პროცესში იმ პირებისთვის მაქსიმალური პირობების შექმნას, რომ მათ ყოველგვარი გარე ზეწოლისა თუ არასათანადო, ზედმეტი საინფორმაციო ხმაურის გარეშე მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც მათ საეკლესიო კანონმდებლობით ეკუთვნით, რომ მიიღონ. რა თქმა უნდა, აქ მე პირველ რიგში წმინდა სინოდის წევრებზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.