“გვარამიას ხელფასი ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ხელფასებს კი შემცირება ემუქრებათ“

გვარამიას ხელფასი ნახევარ მილიონამდე გაიზარდა,“რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ხელფასებს კი შემცირება ემუქრება, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ წერს.
გამოცემის მტკიცებით, გვარამიას ყველა გართობა თუ ვოიაჟი “რუსთავი 2“-დან ფინანსდება.
“ნიკა გვარამიას ხელფასი დღეისთვის თითქმის ნახევარ მილიონ დოლარს უტოლდება და მისი ყველა გართობა თუ ვოიაჟი “რუსთავი 2“-დან ფინანსდება. გავარმიამ თავისთვის და მეუღლისთვისაც “პორშეს“ მარკის ჯიპებიც კი „რუსთავი 2“-ის ხარჯზე შეიძინა. ორივე ავტომობილი დღემდე „რუსთავი 2“-ის ბალანსზე ირიცხება.
იყო დრო, როდესაც „რუსთავი 2“-ის შეფს საზღვარგარეთ განათლების მიღება სახელმწიფომ დაუფინანსა, რადგან “ღარიბულად“ ცხოვრობდა. ახლა კი, „რუსთავი 2“-ის შემოსავლები გვარამიას უფლებას აძლევს, პარიზის, ლონდონის, იტალიის და ა.შ. საკურორტო ქალაქებში, სადაც მხოლოდ მილიარდერები დადიან, ფეშენებელურ სასტუმროებში დაისვენონ და რესტორნებში ივახშმონ. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, „რუსთავი 2“-ს ამჟამად ფინანსური პრობლემები აქვს და ჟურნალისტებისთვის ხელფასების შემცირებაზე მიდის მსჯელობა, თუმცა ეს ტელეკომპანიის ძირითად ბირთვს არ ეხება და რაც მთავარია არ ეხება ნიკა გვარამიას, რომელიც „რუსთავი 2“ -ში ცალ-ცალი „კალოშით“ მივიდა და 2 წელიწადში საკუთარი თანამშრომლების ხარჯზე უკვე მილიონებს ეთამაშება“,-წერს „კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები