მამუკა არეშიძე: როგორც ვიცი, კვირიკაშვილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ამზადებენ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შემცვლელად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედი მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის დასახელებას აანონსებს.
ამის შესახებ ის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„მეეჭვება, წულუკიანი გაუშვან. რაც შეეხება ბერუჩაშვილს, ის კარგი დიპლომატია, თუმცა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ეს პოსტი უფრო ინიციატივიან პირს ჰქონდეს. თუ კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრობიდან მართლაც გაუშვეს, მას ასევე საპასუხისმგებლო საქმეს ჩააბარებენ.
როგორც ვიცი, კვირიკაშვილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ამზადებენ, შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ მისი იმიჯის შელახვას“, – აცხადებს არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები