მარინა ჯანაშიას 65 წლის იუბილეს ულოცავენ

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს საქართველოს დამსახურებულ არტისტს მარინა ჯანაშიას 65 წლის იუბილეს.
მსახიობმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი დაამთავრა და სტუდენტობის წლებიდან დაწყებული არაერთი დაუვიწყარი თეატრალური თუ კინოროლი შექმნა.
მარი ჯანაშიამ არაჩვეულებრივი სცენიური სახეები შექმნა სხვადასხვა ეპოქის ისეთ მნიშვნელოვან სპექტაკლებში. როგორიცაა: „ანტიგონე“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ოტელო“, „ქალის ტვირთი“, „ტარტიუფი“, „თავადის ასული მერი“, „ისევ ვოდევილები“, „ჯინსების თაობა“, „მოხუცი ჯამბაზები“ და სხვა.
გამორჩეულია მსახიობის კინოროლებიც ფილმებში: „ნუცა“, „კუკარაჩა“, „მარადისობის კანონი“, „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)“ და სხვა. მსახიობს სხვადასხვა წელს მიენიჭა არაერთი ჯილდო და პრემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები