გერმანიაში ოთხი უახლესი ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩაფრინდა

გერმანიაში ოთხი უახლესი ამერიკული ავიაგამანდაგურებელი F-22 Raptor ჩაფრინდა.
ეს ევროპაში ამ ტიპის ტექნიკის გამოჩენის პირველი შემთხვევაა. ევროპაში F-22-ებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ სამხედრო წვრთნებში და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალებთან ურთიერთქმედების დასახვეწად საწვრთნელი ფრენები განახორციელონ. „ევროპაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების მისია მოწოდებულია დაამტკიცოს, რომ მეხუთე თაობის თვითმფრინავები ევროპაში და ნატოს სხვა ბაზებზე წარმატებით შეიძლება იქნას განთავსებული. ასევე, ეს პილოტებს ევროპაში წვრთნების შესაძლებლობას მისცემს“, – ნათქვამია აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებაში.
F-22 – მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელია, რომელიც შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 2005 წელს შეიყვანეს. ის “სტელსის“ ტექნოლოგიით არის შექმნილი, რაც მოწინააღმდეგის რადარებისთვის უხილავს ხდის. ეს მსოფლიოში შეიარაღებაში არსებული მეხუთე თაობის ერთადერთი ავიაგამანადგურებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები