იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა

ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დასრულებულია.

იენს სტოლტენბერგმა საქართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ნატო-ს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცილეს.

გაფრენამდე ნატოს გენერალური მდივნი ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა.

ლიპარტელიანები ქუთაისიდან დღეს საგანგებოდ ჩამოიყვანეს. შეხვედრა რომელიც ნატოს გენერალურ მდივანსა და თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შორის შედგა, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები